Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით.შემდეგ მოხდა პროექტების პრეზენტაცია,ვიმუშავეთ ბლოგში,შემდეგ შევაჯამეთ ჩატარებული მუშაობა.
მთელი ცხრა დღის განმავლობაში მეცადინეობა დიდი ინტერესით მიმდინარეობდა.სიამოვნებით ვისმენდი ტრენერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ, ხალისიან და გულთბილ ტრეჰერს.ტრენინგი იმდენად საინტერესო იყო, რომ მოხარული ვარ , რომ ვიყავი ამ ტრენინგის მონაწილე.

Friday, April 7, 2017

მერვე დღე

ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე,გადავხედეთ პორთფოლიოს საქაღალდეს და ვისწავლეთ პორთფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.საქაღალდეს მივანიჭეთ  მისამართი და გადავიტანეთ ბლოგში.  როგორც ყოველთვის ჩვენმა ენერგიულმა ტრენერმა ტრენინგი  წარმართა მეტად საინტერესოდ.

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო.ბევრი რამე ვისწავლე..ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა ,რაც ძალიან მაინტერესებდა.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო.როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა მასალა,ტრენერმა აგვიხსნა ახალი საკითხები.ჩემთვის მართლაც საინტერესო იყო ახალი მასალა,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სწავლის პროცესში.დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და გულისხმიერ ტრენერს.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე



მეტად საინტერესოდ წარიმართა. გავიმეორეთ წინა დღის მასალა ,გავეცანით ახალ საკითხებს, ბევრი რამ ვისწავლეთ. მადლობა ჩვენს ენერგიულ და გულისხმიერ ტრენერს.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. გავიმეორეთ განვლილი მასალა.გავეცანით ახალ საკითხებს-განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი,დროში გაწერილი შეფასების გეგმა.პროექტის პორტფოლიოსპრეზენტაცია.ყველა ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი დაუღალავი მუშაობისთვის.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.,სტანდარტის დადგენაზე,მიზნის განსაზღვრაზე და საკვანძო კითხვებზე. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო. განვიხილეთ ის საკითხები, რაც სასწავლო პროცესში გამომადგება.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

მიმოვიხილეთ პროექტები, გავიმეორეთ განვლილი მასალა,გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს,შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ბოლოს გავამთლიანეთ ჩვენი ცოდნა.დღევანდელი დღე საინტერესო იყო.

ტრენინგის პირველ დღე

ძირითადად გაცნობის დღე იყო. გავეზანით ინტელის ძირითად საკითხებს,გზამკვლევს.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნას.გავეცანით კურსის რესურსების შენახვას ,განვიხილეთ პროექტი,შევქმენით ბლოგი და დავწერეთ რეფლექსია.